ბოროტი ხუმრობა ჩინეთში – ქალმა iPhone 7 შეუკვეთა, მას კი iPhone 3 და iPhone 4 გამოუგზავნეს

კომპანია Apple-ის ახალი პროდუქცია iPhone 7 მსოფლიო ბაზარში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მას უკვე მოჰყვა კურიოზული შემთხვევები. ჩინეთში ერთ-ერთმა ქალმა ინტერნეტით ოქროსფერი iPhone 7 შეუკვეთა და საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, ამანათით კი მას iPhone 3 და iPhone 4 გამოუგზავნეს. ასევე „ინსტრუქცია“, თუ როგორ უნდა „შეაერთოს“ „ორი მონსტრი“, რომ ჯამში iPhone 7 მიიღოს.
შესაბამისი ფოტოები მიმი ჩანგმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ბოროტი ხუმრობა აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოთამაშს ეფუძნება, რომელშიც მომხმარებელს ორი მონსტრის გაერთიანება და ერთის მიღება შეუძლია.

კომენტარები

სხვა სიახლეები