ბერმუდის სამკუთხედში გემი აღმოაჩინეს, რომელიც 90 წლის წინ გაუჩინარდა




კუბის სანაპირო დაცვამ ბერმუდის სამკუთხედის სიახლოვეს გემი აღმოაჩინა, რომელიც 90 წლის წინ გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ხომალდი არის SS. „Cotopaxi“, რომელიც ბერმუდის სამკუთხედში ჯერ კიდევ 1925 წელს გაუჩინარდა.

გამოცემა zagopod.com-ის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურებმა ხომალდთან დაკავშირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ გემს სამი საპატრულო კატარღა მიუახლოვდა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ გემზე ეკიპაჟი არ იყო და ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს ათწლეულების წინ მიატოვეს. გამოცემა ირწმუნება, რომ ეს სწორედ ის SS. „Cotopaxi“-ია, რომელიც ბერმუდის სამკუთხედის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება.

11541069_10204119372736194_513614498_n

კომენტარები

სხვა სიახლეები