ბეკონისა და ბულგარული წიწაკის მაფინი

ინგრედიენტები: ცომისთვის: კვერცხი – 3 ცალი, კარაქი – 100 გრ, ფქვილი – 150 გრ, გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ, მარილი, წიწაკა. შიგთავსი: ბულგარული წიწაკა – 300 გრ, ბეკონი – 200 გრ, მწვანილი.

მომზადების წესი: ბულგარული წიწაკა კუბიკებად, მწვანილი კი წვრილად დავჭრათ, ბეკონი სიგრძეზე, ან კუბიკებად დავანაწევროთ და ტაფაზე შევწვათ. თასში კვერცხი და დარბილებული კარაქი შევურიოთ. შემდეგ შემწვარი ბეკონი, ბულგარული, მწვანილი, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. გამაფხვიერებელი და ფქვილი დავუმატოთ. მიღებული მასა ფორმაში ჩავდოთ და ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები