ბევრი კაცისთვის საოცნებო ძაღლი – რაში გაუმართლა მის პატრონს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

როდესაც სამსახურიდან, ან სპორტდარბაზიდან სახლში ძლიერ დაღლილი ბრუნდებით და სავარძელზე მოცელილივით დაჯდებით, დიდი ალბათობით, ხშირად ადგომის თავიც კი აღარ გექნებათ. ამ დროს კი შესაძლოა, ძლიერმა წყურვილმა შეგაწუხოთ და რაიმე გამაგრილებლის მიღება გსურდეთ. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა გაგიმართლოთ და არაფერზე ზრუნვა აღარ დაგჭირდეთ, – იმ შემთხვევაში, თუ სახლში გონიერი შინაური ცხოველები გყავთ.
ეს ძაღლი სახელად რიდერი, ბევრად ჭკვიანი და დამჯერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სხვა ძაღლებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად მოგიტანოთ ლუდი ბოთლით და რაც მთავარია, მაცივარიც კი დაუხმარებლად გამოაღოს.
მისმა პატრონმა ჭკვიანი რიდერი ისე გაწვრთნა, რომ ის ამ ყველაფერს ერთი დაძახებისთანავე აკეთებს. სამაგიეროდ კი ისიც იცის, რომ პატრონისგან სანაცვლოდ, გემრიელი ულუფა ელოდება. ეს ვიდეო იმაშიც დაგარწმუნებთ, რომ ძაღლი ადამიანის მეგობართან  ერთად, ის უდავოდ ჭკვიანი ცხოველიცაა.

https://www.youtube.com/watch?v=s9e4AwOSJ4g&feature=youtu.be

 

1 2 3 4

კომენტარები

სხვა სიახლეები