ბარაკ და მიშელ ობამები ონლაინ-კინოთეატრ Netflix-ის პროდიუსერები გახდებიან

უმსხვილეს ონლაინ-კინოთეატრ Netflix-ს კვლავ ანგაჟირებულობაში ადანაშაულებენ. ამჯერად, მიზეზი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და მის მეუღლესთან, მიშელ ობამასთან კონტრაქტის ხელმოწერა გახდა. ონლაინ-კინოთეატრის მომხმარებლები არაერთგვაროვნად რეაგირებენ იმაზე, რომ ობამას წყვილი ტელეპროექტების პროდიუსერი გახდება.
ამერიკელი მომხმარებლების ნაწილი უკმაყოფილოა ამ კინო-სერვისის პლატფორმის პოლიტიზირებულობით. ცოტა ხნის წინ, მარტში კრიტიკის საგანი ის გახდა, რომ ობამას მომხრე და აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, სიუზან რაისი, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ Netflix-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი რიდ ჰასტინგსი დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს, ის დონალდ ტრამპის კრიტიკოსთა შორის მოიაზრება.
ბარაქ და მიშელ ობამების და Netflix-ის მიერ კონტრაქტის გაფორმების შესახებ, გუშინ გახდა ცნობილი. ამერიკის ყოფილი ლიდერი და მისი მეუღლე მხატვრული სერიალების, ფილმების, სპეცპროექტების და დოკუმენტური კინოს პროდიუსინგით დაკავდებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები