ბავშვი რომელიც წინა ცხოვრებაში ნაჯახით მოკლეს

სირიელი ბავშვი სენსაციური განცხადებით აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, მან განაცხადა, რომ იგი წინა ცხოვრებაშ ნაჯახით მოკლეს. ბავშვი “ეთნოკენფესიონალური” “დრუზების” ჯგუფიდან დაიბადა დიდი ხალით თავზე. “დრუზებს” სჯერათ, რომ ხალი პირდაპირ კავშირშია წინა ცხოვრებაში გარდაცვალების მიზეზთან. როდესაც ბავშვმა დაიწყო ლაპარაკი, მან განუცხადა თავის ოჯახს, რომ წინა ცხოვრებაში ნაჯახის დარტყმისგან დაიღუპა. ბავშვმა ხუცესებს აჩვენა სახლი სადაც იგი წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა. მან არამარტო სუფელი გაიხსენა სადაც იგი ცხოვრობდა, არამედ გაიხსენა სახელიც რაც მას წინა ცხოვრებაში ერქვა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ კაცი, რომელზეც ბავშვი ლაპარაკობს ნამდვილად დაიკარგა 4 წლის წინ.
ბავშვმა ასევე გაიხსენა თავისი მკვლელის გვარი და სახელი. შემდგომ ბავშვმა წაიყვანა ხუცესები იმ ადგილას სადაც იგი მოკლეს. ნამდვილად იმ ადგილას სადაც ბავშვმა მიიყვანა ხუცესები აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი თავზე ჭრილობით. გვამზე ჭრილობა ზუსტად იმ ადგილას იყო სადაც ბავშვს ჰქონდა ხალი. ყველაფერთან ერთად მათ მკვლელობის იარაღი – ნაჯახიც აღმოაჩინეს. მამაკაცი, რომელიც ბავშვმა დაასახელა, უამრავი წარმოდგენილი მტკიცებულებით აღიარა დანაშაული. ამ ისტორიის სრულ ვერსიაზე დაიწერა წიგნი, ავტორი გახლავთ გერმანელი მწერალი – ტრუც ხარდო «ბავშვები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ: რეინკარნაცია დღეს».

კომენტარები

სხვა სიახლეები