ბავშვთა ყველაზე უცნაური სახელების სიაში ენაკინი და სმაუგი მოხვდნენ

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ბავშვთა ყველაზე უცნაური სახელების სია შეადგინეს, – წერს Daily Mail-ი. სიაში ენაკინი (ენაკინ სკაიუოკერი – „ვარსკვლავური ომების გმირი“) და სმაუგი (დრაკონი „ჰობიტიდან“) მოხვდნენ.
ვებგვერდ Reddit-ის კომენტატორების თქმით, მათ ასევე სახელები: ოდისეი, ფეიშენსი (Guns n’ Roses-ის სიმღერის „Patience“ საპატივცემულოდ) და ქუისტინა (სახელის ქრისტინა ვერსია) შეხვედრიათ. პოპულარული ასევე „გასტრონომიული“ სახელები აღმოჩნდა. მაგალითად, მათ შორისაა სახელი მანგო. გარდა ამისა, სიაში სახელები: ალუკარდი, მერლინი, ნეპტუნი, ურანი, დიზელი მოხვდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები