ახალი პოპულარული მოდიფიკაცია – ყურის ამოჭრა

სხეულის სხვადასხვა მოდიფიკაცია ბოლოდროინდელ პოპულარულ ტრენდს წარმოადგენს. ადამიანები საკუთარ სხეულს მრავალ რამეს უკეთებენ, რაც, მათი აზრით, საინტერესო, ლამაზი, ან განსაკუთრებულია. ბოლოდროინდელ ტრენდებს შორის არის ყურის დიდი ნაწილის ამოჭრა, რის შედეგადაც, ყურის გარეთა ნაწილში საკმაოდ დიდი ღია სივრცე რჩება.
მაგალითად, ავსტრალიელმა მამაკაცმა, სახელად ჩარლზი, ეს პროცედურა არტისტ ჩაი მობერტთან გაიკეთა, რომელმაც მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ჩაი აცხადებს, რომ ეს პროცედურა დაყრუებას არ იწვევს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, სმენის დაქვეითებას გრძნობს. „პირველი ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება, შეიცვალოს ბგერების აღქმის უნარი, რადგან თქვენი ყური ახალ ფორმას ეჩვევა. ფაქტია, რომ უკნიდან მოსმენის უნარი ძლიერდება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები