„ახალი თაობის თურქი“ და ერდოღანის სიძე: ვინ არის სელჩუკ ბაირახტარი, რომლის შექმნილი დრონები უკრაინაში რუსულ ტექნიკას ანადგურებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ თურქული დრონების, Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინას აწვდის ყველაფერს, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.

„უკრაინაში ახალი bayraktars -ი უკვე ჩამოვიდა და საბრძოლო მზადყოფნაშია. იქნება მეტი „სტინგერი“, მეტი „ჯაველინი“,- წერდა რეზნიკოვი.

აღსანიშნავია, რომ თურქული წარმოების დამრტყმელმა დრონებმა გადაწყვიტა ომის ბედი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ და საერთოდ ” bayraktars “-ის დამრტყმელმა დრონებმა თავი გამოიჩინა სირიაში და ლიბიაშიც.

მისი ავტორი და შემქმნელი ინჟინერი გახლავთ ძველ სტამბოლში დაბადებული სელჩუკ ბაირახტარი. ბაირახტარს ახალი თაობის თურქების თაობას უწოდებენ. ისლამის ერთგულების, სამშობლოს სიყვარულის და კარგი განათლების გამო.

თავად სელჩუკის გვარი ბაირახტარი მედროშეს ნიშნავს, რაც ახალგაზრდა ინჟინერს დამატებით სტიმულს აძლევს საქმიანობაში.

სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში მან შექმნა მაღალტექნოლოგიური კომპანია „Baykar Makina“, რომელიც ავიატექნიკის შექმნით და წარმოების დაპროექტებით იყო დაკავებული.

სელჩუკის უფროსი ძმა ხალუკიც ბიზნესმენი და სამხედრო ინჟინერია და დაკავებულია სამხედრო საავიაციო წარმოებით.

სელჩუკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე, დღეისათვის წყვილი ერთად ზრდის გოგონას ჯანან აიბუკე ბაირახტარს (გოგონა 2017 წელს დაიბადა).

თურქეთის პრეზიდენტი ამაყობს მისი სიძის მიერ შექმნილი დრონებით, სირიაში გაგზავნის წინ, მან საკუთარი ხელით წარწერაც გაუკეთა თურქულ დრონს.

“მე თავადვე არ ველოდი ჩემს მიერ შექმნილი დრონების ასეთ წარმატებებს, დიდი იმედი მაქვს ეს დრონები მთიან ყარაბაღში და საერთოდ, კავკასიაში მშვიდობის დამყარებას მოემსახურება”. – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში სელჩუკ ბაირახტარი.

თავად ბაირახტარი არ სჯერდება მიღწეულით და ახალი მრავალფუნქციური დრონის შექმნას აანონსებს.

 

 

 

წყარო: https://fortuna.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები