ახალგაზრდა გოგო, მეზობლის სახლში დამონტაჟებულმა, გაუმართავმა წყლის გამათბობელმა იმსხვერპლა

ზამთრის მოსვლასთან ერთად, აქტუალური ხდება სახლების გათბობის საკითხი. სეზონზე შესაბამისი კომპანია უამრავ ოჯახს აფრთხილებს და გადამოწმების შემდეგ ამა თუ იმ გამათბობელს უჭრის კიდეც, თუმცა, ადამიანები ნაკლებად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს.

შემოდგომაზე კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალურმა კომისიამ შემოწმებულთა შორის 7000 აბონენტის არასწორად დამონტაჟებული ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის დემონტაჟი მოახდინეს. თუმცა, განმეორებით მონიტორინგზე მისულ კომპანიას დაუჯერებელი რეალობა დახვდა. მათგან 5000-ზე მეტ მოქალაქეს თვითნებურად დაერთებული ჰქონდა. რაც, რა თქმა უნდა, მაღალი საფრთხის გამო, დაუშვებელია.

“შემოდგომამდე კომპანია “თბილისი ენერჯიმ” 7000 შემთხვევა გამოავლინა, რომელსაც არასწორად ჰქონდა წყლის გამაცხელებელი დამონტაჟებული. რა თქმა უნდა, თითოეულის დემონტაჟი მოხდა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რაც განმეორებით მონიტორინგზე ვნახეთ, 7000 აბონენტიდან 5000-ზე მეტს თვითნებურად წყლის გამაცხელებელი ისევ დაერთებული ჰქონდა.

მახსენდება ერთ-ერთი უბედური შემთხვევა – ძველ აშენებულ კორპუსებში საკვამურები ჭადრაკულადაა განლაგებულია. მოსახლეობის დიდ ნაწილს წყლის გამაცხელებლის მილი საკვამურში აქვს გაშვებული. მეზობლის სახლში ამ პრინციპით დამონტაჟებულმა  წყლის გამაცხელებელმა ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა. ის შხაპს იღებდა და აბაზანაში ვენტილაცია ჰქონდა ჩართული, პირველი სართულიდან მესამე სართულზე ნამწვი აიტანა და სავენტილაციო მილით  CO-ს გაჟონვა მოხდა. გოგონა გაიგუდა.

ასეთი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, კომპანიასთან თანამშრომლობა და უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვა”, – აცხადებენ კომპანია “თბილისი ენერჯიში”.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები