ახალგაზრდამ უსახლკარო მამაკაცს სახეში საჭმელი ესროლა (ვიდეო)

29 წლის ბრიტანელმა ადამ ტორპმა ქაბაბი და კარტოფილი უსახლკარო მამაკაცს ესროლა, მისი მეგობრები კი ამას ტელეფონით იღებდნენ. ძალიან მალე ადამმა ინანა რაც გააკეთა, რადგან ვიდეო ვირუსული გახდა, „ხუმარას“ მისამართით კი უამრავი მუქარა წამოვიდა.
კადრებში, რომლებიც სოციალური ქსელით მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჩანს, რომ ადამ ტორპი უსახლკაროს ჯერ საჭმელს სთავაზობს, შემდეგ კი სახეში ესვრის. ვიდეომ „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში უამრავი გაზიარება მოაგროვა, საზოგადოება დიდ აღშფოთებას გამოხატავს, ახალგაზრდის მიმართ კი მუქარები და შეურაცხყოფა ისმის.
ახლა ბრიტანელი მამაკაცი ირწმუნება, რომ ნანობს იმის გამო რაც ჩაიდინა. მისი თქმით, ეს საქციელი მისთვის არატიპურია, მაგრამ ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამას გარდა, ის ამბობს, რომ ეგონა მის წინ მდგარი ადამიანი იტყუებოდა იმის შესახებ, რომ უსახლკარო იყო.

https://www.youtube.com/watch?v=3bcPPgchtUc&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები