აჭარა „ევრონიუსის“ ყურადღების ცენტრში (ვიდეო)

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, “ევრონიუსის” ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული, თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი.
რეპორტაჟში ხაზგასმულია ქალაქსა და, ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.
ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი „ევრონიუსის“ მილიონობით მაყურებელი  12 ენაზე ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა. გარდა რეპორტაჟებისა, „ევრონიუსის“ მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და BBC -ის ეთერებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები