აღმოჩნდა, რომ კიანუ რივზი და ვაინონა რაიდერი ნამდვილ ქორწინებაში არიან

მსახიობი კიანუ რივზი მიიჩნევს, რომ ფილმ „დრაკულას“ გადაღებების დროს ვაინონა რაიდერზე დაქორწინდა.

მანამდე რაიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ 1992 წელს, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მისი და რივზის გმირები ნამდვილმა მღვდელმა დააქორწინა. რაიდერი ამბობს, რომ ორივე მსახიობმა თქვა „კი“, ამიტომ, ტექნიკურად ისინი ცოლ-ქმრად ითლებიან.

„ქორწინების ცერემონია გვქონდა, ნამდვილ მღვდელთან ერთად. ვაინონა ამბობს, რომ დაქორწინებულები ვართ. კოპოლაც ასე ფიქრობს. ასე რომ, ვფიქრობ ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ“, – ხუმრობს რივზი.

კიანუ რივზი დაქორწინებული არასოდეს ყოფილ, 2019 წლიდან ის მხატვარ ალექსანდრა გრანტს, ვაინონა რაიდერი კი 10 წელია მოდელიერ სკოტ მაკინლეი ხანს ხვდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები