აფრიკულ ტომში ბავშვის დაბადების თარიღად ქალის მიერ შვილის ყოლის სურვილის გაჩენის დღე აღინიშნება

ნამიბიაში ცხოვრობს ხიმბუს ტომი, რომელიც ბავშვის დაბადების დღედ არც მისი გაჩენის, არც დედის დაორსულების თარიღს თვლის, არამედ იმ დღეს, როდესაც ქალს ბავშვის გაჩენის სურვილი დაებადა.
როდესაც ქალი ბავშვის ყოლას გადაწყვეტს, ის მიდის შორს, ჩუმ ადგილას და იქ სიჩუმეს უსმენს. სწორედ სიჩუმიდან უნდა მოესმას მას იმ ბავშვის სიმღერა, რომელსაც დაბადება სურს. ამ სიმღერის გაგონების შემდეგ ის მომავალი ბავშვის მამასთან მიდის და სიმღერას მას ასწავლის.
როდესაც ისინი სიყვარულით დაკავდებიან, კვლავ ამ სიმღერას მღერიან. როდესაც ქალი ორსულდება, ის სოფლის მაცხოვრებლებს ამ სიმღერას ასწავლის. ბავშვის დაბადების დროს მთელი სოფელი ამ სიმღერას მღერის და ახალშობილს მიესალმება. როდესაც ბავშვი დავარდება, ან რაიმეს იტკენს, მას ისევ ამ სიმღერას უმღერიან. ამ ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა რიტუალის დროსაც მას ისევ ამ სიმღერას უმღერიან.
ფაქტობრივად ბავშვის დაბადების დღე სიმღერის დაბადების დღეს ემთხვევა.

კომენტარები

სხვა სიახლეები