ასტრიდ ლინდგრენის ბინაში მუზეუმი გაიხსნება

ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ბინა, რომელიც სტოქჰოლმში მდებარეობს, მუზეუმად გადაკეთდება. მისი გახსნა წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
“არსებობს ეგრეთ წოდებული “ასტრიდ ლინდგრენის საზოგადოება”, რომელის წევრებიც გვეხმარებიან მუზეუმის მოწყობაში, რათა შევძლოთ მისი მალე გახსნა”, – განაცხადა მწერლის შვილიშვილმა.
მისივე თქმით, ასტრიდის გარდაცვალების შემდეგ ბინა ხელუხლებელია და შენარჩუნებულია მისი იერსახე. მუზეუმი არ იქნება გათვლილი მოულოდნელ ვიზიტებზე, მისი დათვალიერება შეეძლებათ წინასწარ დაგეგმილ, რამდენიმეკაციან ჯგუფებს, გიდის თანხლებით.
შეგახსენებთ, რომ ასტრიდ ლინდგრენი (1907-2002) გახლავთ ყველაზე ცნობილი ნაწარმოების კარლსონისა და პეპი გრძელი წინდას ავტორი. მისი წიგნები ითარგმნა 90-ზე მეტ ენაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები