“არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვები ბებია დაიანა იყო… ეს ყველაზე ტკბილი და თან ძალიან სევდიანი გრძნობა იყო, რადგან დედაჩემი აქ უნდა ყოფილიყო” – პრინცი ჰარი
ხუთშაბათს AppleTV + -ის ეთერში ოპრა უინფრის შოუს „The Me You Can’t See“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარი პრინცი ჰარი იყო, რომელმაც გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას შესახებ ისაუბრა. პრინცმა გაამხილა, რომ მისი შვილის, არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვა „ბებია“ იყო: „პირველი სიტყვა, რაც არჩიმ დედისა და მამის შემდეგ თქვა, ბებია იყო, ბებია დაიანა“ – აღნიშნა ჰარიმ.
„ეს ყველაზე ტკბილი და, ამავდროულად, ძალიან სევდიანი გრძნობა იყო, რადგან დედაჩემი ახლა აქ უნდა ყოფილიყო“ – თქვა სასექსის ჰერცოგმა.
პრინცესა დიანა 36 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი ვაჟი, არჩი, ამ შემთხვევიდან 22 წლის შემდეგ, 2019 წელს დაიბადა. დედის გარდაცვალება ჰარისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მან აღიარა კიდეც, რომ დაობლების შემდეგ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა. პრინცესა დიანას არასდროს ჰქონია შანსი, გაეცნო ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი და მათი შვილი, არჩი: „მე მჯერა, რომ დედაჩემი სადღაც მთვარიდან გვიყურებს და ხედავს, როგორ იზრდება ჩვენი ოჯახი“ – თქვა ჰარიმ, „ეჭვი არ მეპარება, რომ დედაჩემი ძალიან იამაყებდა ჩემით. მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლითაც თავად მას უნდოდა, რომ ეცხოვრა. მე არასდროს მიგრძვნია მისი სიახლოვე უფრო მეტად, ვიდრე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.“
ჰარიმ და მეგანმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გასულ წელს დატოვეს და ახლა კალიფორნიაში, 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფრომაციით, წყვილი მეორე შვილს ზაფხულში ელოდება.
წყარო:https://marao.ge