არასოდეს არ დატოვოთ დასამუხტად შეერთებული iPhone ღამით (ფოტოკოლაჟი)

მობილური ტელეფონები დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენენ, მათი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. ერთი სიტყვით, დღეს ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ელემენტია.
დადებითთან ერთად, თურმე შესაძლებელი ყოფილა მისი მხრიდან უარყოფითი მოქმედება. კერძოდ კი, ამბავმა, რომელიც ჩრდილოეთ უელსში მოხდა, მთელი სოც–ქსელი მოიცვა. 15 წლის გოგონა Caitlin–ი ალბათ აღარასოდეს აიღებს ხელში სმარტფონის ტელეფონს, რადგან სწორედ სმარტფონის გამო მთელ მის ოჯახს მიეყენა უზარმაზარი მატერიალური და ფსიქიური ზარალი. ისინი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საკუთარ სახლში ვეღარ შევლენ.
ერთ საღამოს, როდესაც Caitlin–ი დასაძინებლად ემზადებოდა, საძინებელში ჩართო სმარტფონი დასამუხტად. მან დაიძინა, ტელეფონი კი დამტენს მიანდო მთელი ღამით. სასწაულიც სწორედ ამ პროცესში მოხდა, როდესაც ტელეფონმა საკმარისზე მეტი მუხტი მიიღო, ის გადახურდა და გაჩნდა ხანძარი, რომელიც ადვილად აალებადი ნივთებიდან მთელს სახლს მოედო მალევე.
მთელი ოჯახი გადარჩა, მეხანძრეებიც მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, თუმცა Caitlin–ის მთელი საძინებელი, სახლის მეორე სართულის სხვა საძინებელი და სამუშაო ოთახი– ე.წ. “კაბინეტი”, სრულიად განაგდურებულია ხანძრისგან და ასევე წყლისგან, რომლის საშუალებითაც მეხანძრეები ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. ოჯახი კი მომდევნო ექვს თვემდე ვერ შეძლებს სახლის გარემონტებას, ამიტომ მოუწევთ ქირით ცხოვრება ამ პერიოდში.

imageimageimage

 

კიდევ ერთი მსგავსი რამ შეემთხვა ველოსიპედისტს ავსტრალიიდან. როდესაც გარეტი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მან უცებ იგრძნო მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარეს საშინელი წვა, რომელიც ყოველ წამს მწვავდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სმარტფონი, რომელიც მას სწორედ იმ უკანა ჯიბეში ედო, გადახურებისგან აფეთქდა.

imageimage

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ, რომ ეს რეალური ისტორია გახდეს ჩვენთვის გაკვეთილი. ნუ დატოვებთ თქვენს სმარტფონებს დამტენზე ღამით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენს ყურადღებას მოკლებულია, ვინაიდან შესაძლოა უარესი მოხდეს და Caitlin–ის და გარეტის შემთხვევისგან განსხვავებით, თქვენი ფატალურად დასრულდეს.

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები