ანჯელინა ჯოლი მეშვიდე შვილის დედა ხდება – სირიელი ობოლო ბიჭის ახალი მშობლები (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

სირიიდან ჰოლივუდში.  ვარსკვლავური ოჯახის ახალი  შვილი სირიელი ობოლი ბიჭუნა გახდება. ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთ ბავშვს იშვილებს. დაობლებული ბიჭუნა და მისი ორი ძმა მსახიობმა ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას გაიცნო. თავდაპირველად ჯოლის სამივე ბავშვის შვილად აყვანა სურდა, რის წინააღმდეგაც მისი მეუღლე ბრედ პიტი წავიდა. მან კატეგორიული უარი უთხრა მეუღლეს სამ ბავშვზე და მხოლოდ ერთის აყვანის ნებართვა მისცა. ბრედ პიტმა ჯოლის განუმარტა, რომ მათ შვილებს ოჯახში ასეთ რადიკალურ ცვლილებასთან შეგუება გაუჭირდებათ.

ცნობილია, რომ სირიელ ბიჭუნას მშობლები არ ყავს. ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL-ის ინფორმაციით, დედა მას დაბომბვის დროს გარდაეცვალა, მამა კი სამხედროებმა ტყვედ წაიყვანეს.

38 წლის სუპერ-პოპულარულ მსახიობს, რომელიც ამავდროულად გაეროს კეთილი ნების ელჩიცაა, 6 შვილი ჰყავს. მათ შორის, სამი ბიოლოგიური (შაილო-8 წლის და ტყუპები: კნოქსი და ვივიენი- 6 წლისები) და  სამიც აყვანილი (13 წლის მედოქსი კამბოჯიდან, 11 წლის პაქსი ვიეტნამიდან და 10 წლის ზაჰარა ეთიოპიიდან). სირიელი ობოლი ბიჭუნა კი, ჰოლუვუდური წყვილის მეშვიდე შვილი გახდება.

https://www.youtube.com/watch?v=Y7vPG_jcAUI&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=5oq4fDnJiR8&feature=youtu.be

1

2

3

4

4-1

5

6

7

8

9

10

კომენტარები

სხვა სიახლეები