ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმი ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ოჯახური ცხოვრების შესახებ იქნება

 

ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმში მას პარტნიორობას მისი მეუღლე, ბრედ პიტი უწევს. დასავლეთის მედიასაშუალებები უკვე აქტიურად წერენ იმის შესახებ რომ ფილმი რომელსაც ჯოლი იღებს, მისი ქმრის პირველ ცოლთან ურთიერთობას შეეხება, თუმცა ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არც ჯოლი, არც პიტი და არც ენისტონი არ აკეთებენ. ჟურნალისტები პიტისა და ენისტონის ცხოვრებიდან კონკრეტულ ფაქტს იხსენებენ და ფილმის სცენართან შედარებას ახდენენ. „ფილმში „ ლაჟვარდოვანი სანაპირო“ აღწერილია ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი. იმისათვის რომ წყვილმა სიყვარულს ახალი სიცოცხლე შესძინოს დასასვენებლად მიემგზარებიან. ასეთივე პერიოდი იყო ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობებშიც. ურთიერთობის კრიზისულ პერიოდში ვარსკვლავური წყვილი კარიბის კუნძულებზე გაემგზავრა, თუმცა ამ მოგზაურობამ საბოლოოდ მათი ქორწინება მაინც ვერ გადაარჩინა.

12305915_1085130591531784_1735921252_n

კომენტარები

სხვა სიახლეები