ანჯელინა ჯოლიმ თავის სახლში ბრედ პიტი საიდუმლოდ დაპატიჟა

თუ კი ადრე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ურთიერთობებს არასდროს დაალაგებენ, ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ საბრძოლო მოქმედებები სამშვიდობო ფაზაში გადავიდა. ერთ-ერთი დასავლური მედიის ინფორმაციით, ჯოლიმ ყოფილ ქმარს თავის სახლში საიდუმლო შეხვედრა დაუნიშნა.
შეხვედრის მიზნად ბავშვებთან ურთიერთობა სახელდება.
ბრედმა და ანჯელინამ საიდუმლო შეხვედრა ანჯელინას სახლში გამართეს. ისინი პირველად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ დამწვარი ხიდების აღდგენა მოახდინონ და შვილებთან ერთად ჯგუფური თერაპია ჩაატარონ. მედიის საიდუმლო წყარო აცხადებს, რომ ასეთ შეხვედრას ბრედ პიტი დიდი ხანია ელის, ვინაიდან ურთიერთობებში მშვიდობის დამყარება სურს. ბრედ პიტს იმედი აქვს, რომ ასეთ სიტუაციაში მათი საერთო შვილები უფრო მშვიდად იცხოვრებენ.
ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა სასამართლოს მიმართა, რათა მისთვის შვილების ნახვის უფლება უფრო ხშირად მიეცათ. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ამ დროიდან მას შესაძლებლობა აქვს ბავშვები ყოველ მეორე დღეს, დღეში 4 საათით მოინახულოს სწავლის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას და არდადაგების პერიოდში ყოველ მეორე დღეს 12 საათის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ანჯელინა ჯოლის და ინკოგნიტო ბრიტანელი მილიარდერის საიდუმლო რომანის შესახებ. როგორც ამბობენ, ენჯიმ და მომხიბლველმა მილიარდერმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული უკვე შეჰფიცეს, ამ საიდუმლო ცერემონიას კი მსახიობის შვილებიც დაესწრნენ.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები