ანჯელინა ჯოლიმ ახალ ინტერვიუში საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა – როგორია მსახიობის მდგომარეობა სინამდვილეში?

ანჯელინა ჯოლიმ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ახალ ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. „სიკვდილს არ ვაპირებ“, – ამბობს ჯოლი.
გარდა ამისა, ანჯელინამ აღიარა, რომ მასსა და მეუღლეს შორის ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც, იყო გარკვეული უთანხმოება. თუმცა დღეს, მსახიობის თქმით, ვარსკვლავურ წყვილს ყველაფერი წესრიგში აქვს. „ჩვენ ბედნიერები ვართ“, – ამბობს ანჯელინა.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის ინფორმაციით, ექიმებმა ჯოლის კვებითი აშლილობა დაუდგინეს. ამ დაავადების არსი ის არის, რომ მას, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური და არა ფიზიოლოგიური პრობლემები აქვს. ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანებს ასევე სილამაზის იდეალებზე აქვთ არასწორი წარმოდგენა. ეს დაავადე]ბა სასიკვდილო არ არის, თუ ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები