ანი შაქარაშვილი: მე შენ გაგისწორდები ამ კომენტარისთვის, შე ნაგავო

“მე შენ გაგისწორდები ამ კომენტარისთვის სამართლიანად, შე ნაგავო. გულწრფელად მეცოდებით შენც და ყველა შენნაირი იმბეცილი ადამიანი”, – ასე გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს, რომელმაც შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ის აღნიშნავს, დაიღალა, რომ ამ ამბავს ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“უკვე დავიღალე – “ფეისბუქი”, ტელევიზია, საიტები – ყველა გიორგი შაქარაშვილზე ჰყვება და ამართლებს. მოდით, ერთს გეტყვით, უდანაშაულო ადამიანს ზიანს არავინ მიაყენებს. ალბათ, დააშავა რაღაც და ამიტომაც გაუსწორდნენ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა და ამას არც არავინ  იტყვის. ტყუილად არიან ბიჭები დაჭერილები და უნდა გაუშვათ. დაიჭირეთ ნამდვილი მკვლელი“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები