ამ „ძერსკი“ იახტის ქიმს რუსეთის პრეზიდენტის ფიგურა ამშვენებს

ინტერნეტში იახტის ფოტო გავრცელდა, რომლის ქიმს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფიგურა ამშვენებს. ფოტოა ავტორმა ამ იახტას „ყველაზე პატრიოტული გემი“ უწოდა და შეაფასა ის როგორც „ძალინ ძერსკი“. თუმცა სოცქსელების მომხმარებელთა უმეტესობამ ფოტოზე დამცინავი კომენტარები დაწერა. „ეს ის არ არის, ბოტოქსი რომ გაიკეთა?“ – წერენ მომხმარებლები. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის წარმომადგენლები წერენ, რომ იახტა პუტინთან დაახლოებულ პირს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები