ალბანელმა მეეზოვემ 168 მილიონი ევრო ლატარეაში მოიგო და სამსახური გააცდინა

ბრიუსელელმა მეეზოვემ, რომელმაც გასული კვირის ბოლოს ლატარეაში 168 მილიონი ევრო მოიგო, სამსახური გააცდინა.
ამის შესახებ გამოცემა Soir წერს. მედიის ცნობით, უცნობია, აპირებს თუ არა სამსახურს დაუბრუნდეს წარმოშობით ალბანელი მამაკაცი, რომელმაც ბელგიის ისტორიაში ყველაზე დიდი პრიზი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცის სახელი და გვარი, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 45 წლის არის და 4 შვილის მამაა, უყვარს ფეხბურთი, თევზპროდუქტები და ფილმები რობერტ დე ნიროს მონაწილეობით.
იღბლიანი მამაკაცი, ლატარიის ბილეთს ათი წლის განმავლობაში ყიდულობდა, თუმცა მხოლოდ წელს გაუმართლა.
„ევრომილიონის“ გათამაშება ბელგიაში 11 ოქტომბერს გაიმართა. ის 2004 წლიდან იმართება და ბილეთებს ორგანიზატორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც ყიდიან. 168 მილიონი ევროს ოდენობის თანხის მოგება „ევრომილიონის“ ისტორიაში უპრეცენდენტო აღმოჩნდა, წინა რეკორდული თანხა 100 მილიონ ევროს არ აღემატებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები