ავარია „ფეისბუქლაივისას” – დაიღუპა 9 ადამიანი (ვიდეო)

ადამიანის სისულელეს საზღვარი არა აქვს, – ამ გამოთქმის მტკიცებულება უნგრელი მძღოლი აღმოჩნდა. მამაკაცს, რომელიც უნგრეთში მიკროავტობუსს მართავდა, საჭის მართვის დროს, „ფეისბუქში“ „ლაივი“ ჰქონდა ჩართული. თავისი თავის გადაღებისას და კომენტარების კითხვისას, ის გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და გასწრების მანევრის გაკეთებას შეეცადა, რა დროსაც სატვირთოს შეეჯახა. ამის შესახებ გამოცემა „The Sun” იუწყება. საშინელი ავარიის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, თავად მძღოლიც. არცერთი მგზავრი, რომლებიც რუმინეთის მოქალაქეები იყვნენ, არ გადარჩენილან. დაღუპულებს შორის ორსული ქალია, რომელიც ქმართან ერთად მოგზაურობდა. კიდევ ოთხი ადამიანი სამსახურიდან ბრუნდებოდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღო. ტრაგედია ბუდაპეშტიდან 40 კილომეტრში მოხდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხედრების სამშობლოში გადასვენებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

სხვა სიახლეები