ავარია სტამბოლში – მგზავრმა მძღოლი ქოლგით სცემა (ვიდეო)

 სტამბოლში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოხვდა. „ევრონიუსი“ უსაფრთხოების კამერით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მგზავრმა ავტობუსის მძღოლს რამდენჯერმე ქოლგა ჩაარტყა იმის გამო, რომ მის მიერ დასახელებულ ადგილას არ გაუჩერა. კადრებში ასევე ჩანს, რომ მძღოლი ადგილიდან წამოხტა და ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთო. ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=AAov5BB5AfU&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები