ჰქონდა თუ არა რომანი დონალდ ტრამპთან – პორნომსახიობმა დუმილი დაარღვია (ფოტო-ვიდეო)

261
SHARE

პორნომსახიობი სტორმი დენიელსი უარყოფს ინფორმაციას, რომ რომანი ჰქონდა დონალდ ტრამპთან.

იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოდიოდა, 38 წლის პორნომსახიობმა განცხადება გაავრცელა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავჯერ მთხოვეს, კომენტარი გამეკეთებინა ჩემი და დონალდ ტრამპის ურთიერთობის შესახებ, რომელიც, თითქოს და, ოდესღაც არსებობდა.Related image

საქმეში მონაწილე ორივე მხარემ არაერთხელ უარვყავით ინფორმაცია, 2006, 2011, 2017 წლებში და უარვყოფთ ახლაც. არ ვაღიარებ არა იმიტომ, რომ ფული გადამიხადეს გასაჩუმებლად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა,“ – წერს დენიელსი.

რამდენიმე კვირის წინ გამოცემამ Wall Street Journal გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავს 130,000 დოლარი გადაურიცხა, რათა პრეზიდენტთან რომანის შესახებ არაფერი ეთქვა.

აღნიშნულ ინფორმაციას კოენი უარყოფს.

2011 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა, სტორმი დენიელსი ამბობს, რომ 2006 წელს რომანი ჰქონდა ტრამპთან, რის შემდეგაც ძალიან მალე ის მელანიაზე დაქორწინდა.

უკვე 1 თვეა, აშშ-ს პირველი ლედი ქმართან ერთად არ გამოჩენილა. მან უარი თქვა, ტრამპთან ერთად გამგზავრებულიყო დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. დღეს კი კონგრესში, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა, ქმარზე ადრე მივიდა, ავტოკოლონაში ტრამპები სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ.

წყარო: www.palitravideo.ge

Comments

comments