ქეთა თოფურია სკანდალში ეხვევა-მომღერალი კრიტიკოსებს აგინებს

501
SHARE

მომღერალი ქეთა თოფურია სკანდალში ეხვევა. რამდენიმე დღის წინ, მან ინსტაგრამზე მიმართვა გაავრცელა და, ხალხს, 18 მარტს დაგეგმილ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ქეთა თოფურია გააღიზიანა.

კრისტი საჯაია: ყველაფერი მესმის, ფულს შოულობ და რაღაცად იქეცი იმ ქვეყანაში, მაგრამ ესე რანაირად უნდა დაეშვა? საკუთარი თავის მაინც ხომ უნდა გაგიტყდეს?! ჩუმად მაინც იყავი, არც შენი სამშობლო გიყვარს, არც ქართველები და ისიც ფეხებზე გკიდია რამდენი ტკივილი გადაიტანა საქართველომ. რანაირი ადამიანი ხარ, არ მესმის… შენც ამ ქვეყნის შვილი ხარ, რაც უნდა იყოს.
სადაც მოუწოდებ ერს არჩევნებზე წასვლისკენ, იქ კომენატრის დაწერის უფლება რომ არ გვაქვს, კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად სუსტი ადამიანი ხარ… ვწუხვარ, რომ შენნაირი შვილები ბევრი ყავს ამ ქვეყანას, სამწუხაროდ.

ქეთა თოფურია: სამწუხაროა, რომ კითხვა არ იცი და ტელეფონის პროგრამის რეკლამა გელანდებათ პუტინის აგიტაციად. ან ის გამაგებინეთ, ხალხს თუ ვეუბნები წადით არჩევნებზე-მეთქი, ამაში რა არის ცუდი?

კრისტი საჯაია: შენ რომ გჯერა ამ უსუსური პასუხის, მიხარია, წარმატებები.

ქეთა თოფურია: და შენ რომ განიკითხავ იმას, ვისაც არ იცნობ და აზრზე არ ხარ რა ხდება მის ცხოვრებაში, აი მე გპირდები, რომ მოგეტ***ბა დედა, უდაჩი.

კრისტი საჯაია: არჩევნზებზე ხმის მიცემა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია, ეს ერთი… მაგრამ ქვეყანაში, რომელშიც პუტინი სამარადჟამო პრეზიდენტი უნდა იყოს და ადამიანის პირვანდელი უფლება იყოს თავისუფალი ადამიანი და თავისუფალი აზრი გამოხატოს, დარღვეულია, მე მგონი სირცხვილია მსგავსი მოწოდება… მშვენივრად იცით, რომ პუტინი გეყოლებათ ალბათ, სანამ დაობდება იქამდე პრეზიდენტად და შეგარგოთ, მაგრამ, როდესაც იცი რამხელა ტკივილი მიაყენა შენს ქვეყანას, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა, უბრალოდ, ხმა არ ამოიღოთ და გვერდზე გადგეთ, კარგი იქნება. გულის სიღრმეში იმედია მაინც ხვდებით, რას ვგულისხმობ.

ქეთას და კრისტი საჯაიას დაპირისპირებას ბევრი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ქეთა თოფურია: ხალხო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ***ა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რო არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც, ანუ მე სულ ვცდილობ, რო ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა იმას, რო წადით არჩევნებზეო, დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რო თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რო ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რო არ დაგესიზმრებათ 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლიად – დაწერა თოფურიამ.

ვრცლად იხილეთ ბმულზე

Comments

comments