“სუბსარქისის” პერიოდში მეორე ნახევარს სარკეში მარტივად დაინახავთ – ბევრჯერ ნაცადი მეთოდი

686
SHARE

საბედოს წინასწარ ნახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებიც გასული საუკუნიდან მოყოლებული დღემდე აქტუალურია. ერთ-ერთი ნაცადი და უწყინარი რიტუალი სარკეში მეორე ნახევარის დანახვაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ იხილიოთ თქვენი საბედოს სახე სარკეში. ეს ნაცადი ხერხია და უმეტეს შემთხვევაში ამართლებს. ზოგი ხედავს მხოლოდ სახის ნაკვთებს, ზოგი რეალურად და ცხადად ხედავს თვალებს და სახეს, ზოგიც მკრთალი სილუეტებით.
რიტუალის ჩასატარებლად დაგჭირდებათ: სარკე, რომელშიც არასოდეს ჩაგიხედავთ, ორი სანთელი,გამჭვირვალე ჭიქა, ჯვარდაწერილი ბეჭედი(კალიცო) და მყუდრო გარემო.
აიღეთ ჭიქა, აავსეთ წყლით, ჭიქაზე ერთმანეთის საპირისპიროდ დაამაგრეთ სანთლები და წყლიან ჭიქაში მოათავსეთ ბეჭედი. სარკეში უნდა ჩანდეს კალიცოს ანარეკლი. ოთახში უნდა იყოს სიმყუდროვე და სიბნელე. დაანთეთ სანთლები და დააკვირდით სარკეში ასახული ბეჭედის ანარეკლს. სწორედ მასში გამოჩნდება თქვენი მეორე ნახევარი.

FB კომენტარები

კომენტარი