„მაკდონალდსის“ თანამშრომლები დედამიწის დღის აღსანიშნავად რუსთაველის სკვერს დაასუფთავებენ

82
SHARE

 

„მაკდონალდსი“ კორპორაციული მოხალისეობის პროგრამას აგრძელებს: კომპანიის 20 თანამშრომელი, 22 აპრილს, 11:00 საათზე, რესტორნის რუსთაველის ობიექტთან მდებარე სკვერს დაალაგებს და შოთა რუსთაველის ძეგლს გარეცხავს. „მაკდონალდსის“ მოხალისეებს მხარდაჭერას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური უცხადებს. ღონისძიების მიზანია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ სოციალურად აქტიური კომპანიის, არამედ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.

მდგრადი განვითარება როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ დონეზე, „მაკდონალდსის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურ ტრადიციად აქცევენ. დასუფთავების გარდა, „მაკდონალდსი“ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს: გასულ წელს, კომპანიის თანამშრომლები არმაზის რეგიონის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთნენ და სხვა მოხალისეებთან ერთად ხეები დარგეს.

ცოტა ხნის წინ, „მაკდონალდსმა“ მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ბრენდის კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა — ნარჩენების სეპარაცია დაიწყო: რესტორნის ახალგახსნილ ობიექტებში (მაგალითად, „ისთ ფოინთის“ ფილიალში), ნაგვის სეპარაციის მიზნით, სხვადასხვა სახის ურნები განთავსდა. ნაგვის სეპარაციის წამოწყება თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების და ბუნებრივი გარემოს დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესი აქტივობაა: სეპარირების შემთხვევაში, 2010 წლის ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოქმედებული ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელი ფუნქციობას 40 წლით მეტ ხანს შეძლებს (იხ. თბილისის მერიის 2010 წლის ანგარიში, გვ.62).

(R)

FB კომენტარები

კომენტარი