ორცხობილა სამი ინგრედიენტით
ინგრედიენტები:
შაქარი - 0,5 ჭიქა;
კარაქი - 150 გრ;
ფქვილი - 2,5 ჭიქა.
მომზადების წესი: კარაქი გავადნოთ. შაქარი დავუმატოთ, შემდეგ - ფქვილი. ცომი მოვზილოთ და დავჭრათ. ორცხობილის ფორმა მივცეთ. ღუმელში 190 გრადუსზე 10-12 წუთით შევდგათ.