კომპანია Aleph Farms-მა და რუსულმა კერძო ლაბორატორია 3D Bioprinting Solutions-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექსპერიმენტი წარმატებით განახორციელეს და პრინტერით ხელოვნური ხორცი დაბეჭდეს.
ძროხის კუნთოვანი უჯრედებისგან პატარა ხორცის ნაჭერი რუსული წარმოების ბიოპრინტერის გამოყენებით დაბეჭდეს. ამავდროულად იგეგმება თევზისა და კურდღლის ხორცის ქსოვილის დაბეჭდვაც.
ექსპერიმენტის მიზანია დედამიწაზე სურსათის წარმოება უფრო ეკოლოგიური გახდეს და კოსმონავტები კოსმოსში საკვებით იყვნენ უზრუნველყოფილი.
წყარო: The Guardian-ი ავრცელებს.