შალვა თადუმაძე: სამწუხაროდ, 3-იანები მყავდა (ვიდეო)

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, მოქმედ გენერალურ პროკურორ, შალვა თადუმაძეს კითხვა დაუსვა – თუ ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს და რა ნიშანი ჰყავდა მას ამ საგანში.

“არ ვიცი რა მიწერია, თქვენ ნახეთ, სამწუხაროდ, 3-იანები მყავს”, – უპასუხა თადუმაძემ.

კახიძის თქმით კი, აღნიშნულ საგანს საერთოდ არ სწავლობდა შალვა თადუმაძე, რადგან, საგნების სიის ჩამონათვალში არ იძებნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები