ვერძი – განსხვავებული მოსაზრების გამო მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სამსახურის საქმეების პარალელურად შეიძლება ფლირტი გააბათ კოლეგასთან.
კურო – სილამაზის ყველას თავისებური აღქმა აქვს. ის რაც თქვენ მოგწონთ, სხვისთვის შეიძლება უგემოვნო იყოს და პირიქით. თამამად გამოახტეთ თქვენი აზრი, მაგრამ არ იჩხუბოთ.
ტყუპი – საქმეს კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში გაატარეთ, მასთან, ვისთანაც გარკვეული საკითხები გაქვთ გასარკვევი.
კირჩხიბი – საქმიან პარტნიორებთან შეთახმებულად იმოქმედეთ, რათა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კონფლიქტი არ გამოიწვიოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ლომი – აუჩქარებლად და ყურადღებით იმოქმედეთ. მოერიდეთ ზედმეტ გამონათქვამებს. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.
ქალწული – დილით რომანტიკული ემოციების გამო საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი მუსიკასა და პოეზიაში.
სასწორი – მარტივი საქმეები შეასრულეთ. ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ დარჩებით, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი – კარგი დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ნებისმიერ ადამიანზე. საღამო მაღაზიებში შეიარეთ და გარდერობი განაახლეთ.
თხის რქა – ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. ისინი ახალი იდეებით და ენერგიით აგავსებენ. თუ დილით საქმეები გაქვთ, საღამოს მეგობრებს შეხვდით.
მერწყული – ცხოვრების კარდინალურად შეცვლა, საქმეების მიტოვება და სადმე გამგზავრების სურვილი გაქვთ. შეიძლება ეგზოტიკურმა მუსიკამ ან ეგზოტიკურმა კერძმა ცოტა დაგამშვიდოთ და გაგიმრავალფეროვნოთ რუტინა.
თევზები – გამოგითავისუფლდებათ დრო და მას თქვენი სურვილით გაატარებთ. ადამიანზე, რომელიც მოგწონთ, წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ.