ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არხის დატოვების შემდეგ “იუთუბარხი” შექმნა და გადაცემის ფორმატში მაყურებელს ვიდეოებს სთავაზობს. პირველ გადაცემაში გვარამიას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ჰყავდა სტუმრად. ვრცელ ინტერვიუში ადეიშვილმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ყოფილმა მინისტრმა საკუთარი ფობიებიც გაამხილა. ადეიშვილის თქმით, მას კამერებისა და ჩიტების ეშინია, ასევე, ნემსისა და სისხლის. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არ გახდა იგი ექიმი. ” ამას გარდა, მთელი ბავშვობის მანძილზე მეც და დედაჩემიც ვოცნებობდით, რომ ექიმი გამოვსულიყავი და ერთადერთი, რის გამოც ამაზე უარი ვთქვი, არის სისხლისა და ნემსის შიში. არასოდეს მიყურებია, ნემსს როგორ უკეთებენ ადამიანს“, – აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.