მოდელი თამო ვაშალომიძეს გამზრდელმა მამამ თოქ-შოუ “პროფილში” გერის შესახებ ისაუბრა.
“ჩემი უფროსი შვილი საკუთარი შვილივით უვლიდა. მასწავლებელი აუყვანა და ამეცადინებდა. მას პრობლემები არ ქონია. კარგი გოგონაა, მაგრამ რას ნიშნავს მძიმე ცხოვრება ჰქონდაო რომ ამბობენ. ყველაფერი ჰქონდა იმაზე მეტი ვიდრე ჩემს სხვა შვილებს. ერთხელ სთხოვა დედამისს 10 ლარი მომეციო და მაშინ მართლა არ გვქონდა სახლში ფული, მან უთხრა ხვალ მოგცემ, ზეგ მოგცემ ახლა არ მაქვსო. მას კი სადღაც დაუწერია ავად ვიყავი და დედამ ფული არ მომცაო. მე ადამიანს გვარი მივეცი, იმიტომ რომ იქ როცა აწერდა თამუნა, თავის გვარს არ წერდა, ვაშალომიძეს წერდა. ადამიანი როცა იტყვის ისეთ არასწორ რაღაცებს, როცა შენს რეპუტაციას ლახავ, არასწორი საქციელია. საშინელებაა როცა ადამიანი შემოდის შენს ოჯახში და ამბობს რომ უბედური ცხოვრება მქონდაო, ამოითქვა სული თავის საქმით, მილიონერია, დედამისი კვდება, განგრენა აქვს ფეხზე და ფულს არ აძლევს”,- აღნიშნა კაკო ვაშალომიძემ.