13 ივნისის ტრაგედიის ადგილას, სავარაუდოდ, რესტორანს  აშენებენ (ფოტო)

,,სვანიძის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩის ქვეშ მდებარე ბეტონის სადინარის თავზე, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს ვერ გაატარა მდინარე ვერეს ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფი, სავარაუდოდ,  რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობს,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია წერს.

ცნობისთვის, 2015 წლის 13 ივნისის აღნიშნულ ადგილზე მოვარდნილმა მდინარე ვერეს ღვარცოფმა სვანიძის ქუჩა, შემდეგ კი გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა დატბორა. ტრაგედიას 23 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები

სხვა სიახლეები