ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გვამცნობს, თუ რა გველოდება მომავალი დღეების განმავლობაში.
ვერძი – იაქტიურეთ, საუკეთესო პერიოდია აპრილის თვეში. გაუმჯობესება გექნებათ როგორც ფინანსური, ასევე – პირადი ურთიერთობების კუთხით.
კურო – თქვენი გამოცოცხლების დრო, როგორც იქნა, დადგა. უმძიმესი მდგომარეობა გქონდათ, თუმცა ახლა ძველი პრობლემების გადაწყვეტის დროა.
ტყუპები – წინა პერიოდებში გქონდათ პრობლემები. უჩიოდით პარტნიორებს, კოლეგებს, თუმცა დამთავრდა ეს დრო. ახლა გაქვთ საშუალება, ყველასთან მოაწესრიგოთ ურთიერთობა.
კირჩხიბი – ბრძნული აზრებისა და გადაწყვეტილებების დროა. თუკი აქამდე რამე გაწუხებდათ, ახლა ყველაფერი კარგად გექნებათ. გამოცოცხლდით, კირჩხიბებო.
ლომი – თქვენ გინდათ, იყოთ წინა პლანზე, გასცეთ ბრძანებები, ყველა თქვენ ირგვლივ ტრიალებდეს. კი ბატონო, ამის საშუალება სწორედ 22 აპრილიდან გაქვთ. თქვენი არტისტული ნიჭი დაიმსახურებს ბევრ მოწონებას.
ქალწული – ქალწულებისთვის საუკეთესო კვირაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ გამორჩეული ქარიზმატულობა, პედანტურობა.
სასწორი – თქვენი დროა შემოქმედების ნიჭის გამოვლენისთვის. ზოგჯერ ცოტა სულსწრაფია და ისევ აქედან გამომდინარე უშვებს შეცდომებს.
მორიელი – ფინანსურ პრობლემებს მოაწესრიგებს. ეს არის საუკეთესო კვირა იმისათვის, რომ ამოვიდნენ ფინანსური პრობლემებიდან. მოემატებათ შარმი, ქარიზმა და მოხერხებულობა.
მშვილდოსანი – მშვილდოსანი იგრძნობს წარმატებას. ნაყოფიერი კვირა ექნება ფინანსური კუთხით. თუ რამე პრობლემები ჰქონდა აქამდე, ახლა ყველაფერი დალაგდება.
თხის რქა – აშკარად იგრძნობს უკეთესობას. ტიპური ლიდერია. აქტიური და ენერგიულია. თუ რამე პრობლემა აქვს სახლსა თუ სამსახურში, ეს კვირა საუკეთესო დროა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად. იღბლიანი პერიოდი იწყება მის ცხოვრებაში.
მერწყული – შეაწუხეთ ხალხი იმისათვის, რომ მოაგვაროთ ყველანაირი პრობლემა.
თევზები – საუკეთესო დრო იწყება თქვენს ცხოვრებაში. მოიშორეთ დეპრესია, სტრესი და ყველანაირი უხასიათობა.