რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყანა მრავალი მიზეზის გამოა მიმზიდველი. ლამაზი ბუნება, გემრიელი, უნიკალური სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა და უძველესი ისტორია უამრავ უცხოელს იზიდავს, თუმცა მათ ბევრი რამ აოცებთ და არ მოსწონთ საქართველოში.
– სიტუაცია გზებზე: ტურისტებს პირველი, რაც თვალში ხვდებათ, გზებზე მოუწესრიგებელი მოძრაობა და საგზაო წესების ხშირი დარღვევებია. დაუსრულებელი საცობები, პარკირების მუდმივი პრობლემა და ქაოტური მოძრაობა განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აწუხებთ.
-ნაგავი: ტურისტებს არ მოსწონთ ქართველების მავნე ჩვევა ნაგვის დაყრის შესახებ. განსაკუთრებით აოცებთ, როგორ შეიძლება ასეთ ლამაზ და უნიკალურ ბუნებაში ამდენი ნაგავი იყოს.
“თბილისში, პარკებში ან ქალაქგარეთ ბუნებაში, ყველგან ვხვდებით ნაგავს, ეს დამოკიდებულება გვაოცებს”, – ამბობენ ტურისტები.
– სიტყვა “არას” არ არსებობა: ტურისტები ხშირად ამბობენ, რომ ქართველებისთვის სიტყვა “არა” არ არსებობს. ისინი არასდროს გეტყვიან “მე არ მაინტერესებს ეს” და თვითონაც არ მიიღებენ ამ სიტყვას.
-გვიან გაღვიძება: საქართველოში სხვადასხვა დაწესებულება, ძირითადად, 10 საათზე იხსნება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი სამუშაო დღე 7 საათზე იწყება. ტურისტები თვლიან, რომ გვიან გაღვიძება ქართველებისთვის დიდი პრობლემაა და ეს ჩვენს სიზარმაცეზე მიუთითებს.
-საზოგადოებრივი წესრიგი: ტურისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში ღამის საათებში ხმაური აკრძალულია, საქართველოში კი კაფეებსა და ბარებში სწორედ ღამის საათებში იწყება ხმამაღალი მუსიკა და ხმაური. 2018 წლამდე კი ტურისტებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალული არ იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები