ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი – ახალი ვარსკვლავური წყვილი

თუ უცხოურ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ჰოლივუდის 55 წლის ვარსკვლავი ბრედ პიტი სამხრეთ აფრიკელ მსახიობს, შარლიზ ტერონს ხვდება. გამოცემა “the sun” წერს, რომ ვარსკვლავური წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეგობრობდა, ხოლო მათი რომანტიკული ურთიერთობა საშობაო არდადეგებზე დაიწყო.
შარლიზ ტერონი არ არის პირველი ქალბატონი, რომელიც ბრედ პიტთან რომანში “ამხილეს”. მას შემდეგ, რაც ჯოლი პიტის წყვილი მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოფიციალურად დაშორდა, გავრცელდა ხმები, რომ ბრედ პიტი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ლექტორს, არქიტექტორ ნერი ოქსმენს ხვდებოდა, თუმცა ჭორები მალე გაბათილდა, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ოქსმენმა გაამხილა, რომ ჰედჯ ფონდის მენეჯერს, მილიარდერ ვილიამ ესკმენს ხვდებოდა.
თუ ტაბლოიდური ამბავი გამართლდა, მაშინ ბრედისთვისაც და შარლიზისთვისაც ეს პირველი სერიოზული რომანია, რაც ყოფილებს, ანჯელინა ჯოლისა და შონ პენს დაშორდნენ. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ. შარლიზ ტერონმა კი მსახიობ შონ პენთან ნიშნობა 2015 წელს გააუქმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები