მოწყობილობა, რომელიც 10 წუთში ამოიცნობს სიმსივნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 10 წუთში ატარებს ტესტს და შეუძლია ამოიცნოს ორგანიზმში სიმსივნის არსებობა. მკვლევარები ოქროს ნაწილაკებით გაჯერებულ სითხეში ადამიანის დნმ-ის ნიმუშს ათავსებენ, რის შემდეგადაც აკვირდებიან სითხეში ფერის ცვალებადობას. სიმსივნური უჯრედების არსებობის შემთხვევაში, სითხეს ფერი არ ეცვლება. ჯანმრთელი ორგანიზმის შემთხვევაში კი ოქროს ნაწილაკები სითხეს ფერს უცვლის.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა სიმსივნესთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რადგან დაავადებულს მკურნალობის წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს მის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

კომენტარები

სხვა სიახლეები