ჩინელები მთვარეზე კარტოფილის მოყვანას აპირებენ

მთვარის ზონდი „ჩანიე-4“, რომელიც რაკეტა „ჩანჩჟენ-3 B”-ის მეშვეობით იყო გაშვებული, გამოყენებული იქნება არამხოლოდ მთვარის გრუნტის შესასწავლად, არამედ უჩვეულო ქვესტისთვისაც.
სულ ზონდის ბორტზე, დაახლოებით, 10 სამეცნიერო ექსპერიმენტი იქნება ჩატარებული, კოსმოსის პირობებში დედამიწური კულტურების გასაზრდელად. ექსპერიმენტი თავის თავში შეიცავს საკვებისთვის გამოსადეგი კარტოფილის მოყვანასაც, რომლითაც მომავალ კოლონისტებს შეეძლებათ იკვებონ.
როგორც ირკვევა, ყველა ექსპერიმენტი ჩატარდება “ეიტკენის” კრატერის გვერდით. ის მთვარის ყველაზე დიდი კრატერია. კარტოფილის დათესვის შემდეგ, მეცნიერები აპირებენ გაზომონ რადიაციული ფონი და სხვა მაჩვენებლები, რომლებიც საჭიროა „კოსმოსური საკვების“ უსაფრთხოების დასადგენად.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები