პირველად ისტორიაში, ჩრდილოეთ ილინოისის ფიზიკოსებმა, იდეალური პიცა „მარგარიტას“ მათემატიკური ფორმულა გამოიყვანეს. ეს ის ნეაპოლიტანური პიცაა, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.
იმ პირობების შესწავლის ფარგლებში, რომლებშიც პიცა მზადდება ღია ღუმელში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მთავარი საიდუმლო განსაკუთრებული კონვექციაა – სითბური გაცვლის სახეობა წვის წყაროსა და იმ აგურებს შორის, რომლებისგანაც საცხობი შედგება.
რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცომის, ბოსტნეულის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების იდეალური და სწრაფი გამოცხობისთვის საჭიროა პიცა საცხობში ორი წუთში მოათავსდეს, ცხობის ტემპერატურა კი 330 გრადუსი უნდა იყოს. ამასთანავე, მათი განმარტებით, იმისათვის, რომ იდეალური „მარგარიტა“ ელექტრო ღუმელში მოამზადოთ, საჭიროა მისი გახურება 232 გრადუსამდე და პიცის შედგმა მხოლოდ 3 წუთით, და არა 10–15 წუთით, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.
სხვა სიახლეები