როცა ბავშვს არ აქვს სწავლის მოტივაცია – მიზეზები და მშობლის 10 შეცდომა

ბევრი მშობელი, რომელსაც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, ეჯახება პრობლემას, რომელსაც სწავლის მიმართ მოტივაციის არარსებობა ჰქვია. თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა – სწავლის მიმართ ინტერესის არარსებობაა. მოდით, ერთად გავერკვეთ, თუ რატომ ხდება ასე და ვინ არის ამაში დამნაშავე.
სწავლის მოტივაცია დაპროგრამებული გვაქვს ბუნებიდან: თუ მოსწავლემ კარგად მოინდომა, ისწავლა და მოსალოდნელი ქება არ მიიღო მშობლისა თუ მასწავლებლისგან, მაშინ უკეთესად სწავლის ყველანაირი სურვილი ეკარგება, და ეს ლოგიკურიცაა.

მშობლის შეცდომა №1
მშობელი თვლის, რომ მისი შვილი მზად არის სკოლაში წასასვლელად იმიტომ, რომ მან ბევრი რამ იცის თავის ასაკთან შედარებით. მაგრამ ინტელექტუალური მზადყოფნა – ეს არ არის სინონიმი ფსიქოლოგიური მზადყოფნისა. ბავშვი კი არ ექვემდებარება გარკვეულ წესებს, არამედ აკეთებს იმას, რაც მას სურს. აქ აუცილებელია განუვითაროთ ბავშვს უნარი – სძლიოს საკუთარ თავს. ვასწავლოთ პატარას არა მხოლოდ იმის კეთება, რაც მას უნდა, არამედ იმისაც, რაც აუცილებელია.
მშობლის შეცდომა №2
ბავშვი ადრე მიჰყავთ სკოლაში. არ შეიძლება ბავშვის სკოლაში მიყვანა მის ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე (ძვლების და კბილების სრულფასოვნად ჩამოყალიბებამდე). ბიოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ბავშვი უმჯობესია ავარიდოთ სკოლას იქამდე, ვიდრე მას ბოლომდე არ განუვითარდება ხელი და მისი ფორმა. ამის შემოწმება შემდეგნაირად შეიძლება: ვთხოვოთ ბავშვს დასვას წერტილები უჯრიან რვეულში. ნორმის ფარგლებში ბავშვი წუთში 70 წერტილს სვამს. თუ ამ შედეგზე დაბალ მაჩვენებელს მივიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვის ხელი ჯერაც არ გაძვალებულა. რაც შეეხება კბილებს, ბავშვს სკოლაში მიყვანამდე უნდა ჰქონდეს გამოცვლილი ოთხი წინა კბილი, ასევე ორი ზედა და ორი ქვედა კბილი. თუ ბავშვი ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე მიჰყავთ სკოლაში, ის მალე იღლება და მინიმალური დატვირთვაც სკოლისადმი უინტერესო და ცუდ ასოციაციას უქმნის.
შეცდომა №3.
როცა ბავშვი არ

დადის საბავშვო ბაღში. თანატოლებთან კონტაქტის არქონა იწვევს თვითნებური ქცევების გაიშვიათებას, როდესაც ბავშვი იძულებულია ეთამაშოს სხვებს, დაემორჩილოს წესებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ეს არ სურს, გაითვალისწინოს სხვისი აზრი და იცხოვროს კოლექტივში.

შეცდომა №4.
პრობლემები ოჯახში: თუ ბავშვი შეგუებული და შეჩვეულია დიდ ემოციურ სტრესს თავის ოჯახში, როგორც წესი, მას აღარ აინეტერესებს სწავლა და აღარ ფიქრობს კარგ ნიშნებზე, უბრალოდ აღარ ჰყოფნის ამისთვის ენერგია.
შეცდომა №5.
როცა ბავშვის დღის რეჟიმი არ არის სწორად დაგეგმილი, არ არის ორგანიზებული მისი ყოველდღიურობა. მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და არარეჟიმულად ცხოვრობს.
ბავშვები, რომლებიც სკოლის გარდა დაკავებულები არიან სხვადასხვა წრეზე მათთვის საინტერესო საქმიანობით, მიუხედავად დატვირთვისა, უფრო მოტივირებულები არიან სასწავლო პროცესის მიმართ.
შეცდომა №6.
როდესაც ბავშვისთვის არ არსებობს ერთი ავტორიტეტი და ერთი საერთო სიტყვა და მოთხოვნა. მშობელი ერთს ეტყვის, თუმცა ყოველთვის გამოძვრება ბებიასთან და ბაბუასთან ჩივილით.
შეცდომა №7.
აღზრდის არასწორი მეთოდები: პიროვნების დაკნინება, ფიზიკური დასჯა, მუქარა, ან პირიქით: ზომაზე მეტად გათამამება, მეტისმეტი მეურვეობა.
შეცდომა №8.
გადამეტებული მოთხოვნები ობიექტური შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე (მათ შორის, სიზარმაცის, სომატური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის, გონებრივი განვითარების თავისებურების და სხვ.)
შეცდომა №9.
მოტივაციის „ჩაკვლა“, სწავლის პროცესის დროს დაცინვა, სწავლაში წარმატებულ ბავშვებთან შედარება და სხვა. ეს მშობლის ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.
შეცდომა №10.
მშობლებს ჰგონიათ, რომ შვილებმა უნდა გაითვალისწინონ მათი ინტერესები და ზოგჯერ ვერც უშვებენ იმას, რომ ბავშვებს არც კი აინტერესებთ, რა გატაცებები ჰქონდათ მათ მშობლებს პატარაობაში. თუ მშობელმა ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება და ამას მოითხოვს საკუთარი შვილისგან, ეს არასწორი და დაუშვებელია.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები