რა ცოდვა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან? ანუ რის გამო ისჯებით და იტანჯებით, მაგრამ არ იცით

ალბათ, როცა ცხოვრებას ძალიან გაუმწარებიხართ, გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რა დავაშავე არაფერი რომ არ გამოდის და ყველა უბედურება მე მემართებაო. რა თქმა უნდა, ვერაფერი გაგიხსენებიათ. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ წინა ცხოვრების ცოდვებს მოვათრევთ. სწორედ მათ გამო ვისჯებით.

ვერძი

წინა ცხოვრებაში თქვენ პოეტი იყავით და გათხოვილი ქალი გიყვარდათ. სატრფოსთვის ლექსებს წერდით და სასიყვარულო წერილებით ავსებდით მას. შეწუხებულმა და აღშფოთებულმა ქმარმა დუელში გამოგიწვიათ, თქვენ იმარჯვეთ და მოკალით ის. დაქვრივებული ქალი, ორ შვილთან ერთად, მარტო დარჩა. მართალია, ცოლობა მრავალჯერ სთხოვეთ, მაგრმა ახლოს არ მიგიკარათ. ჯერ კიდევ წინა ცხოვრებაში გქენჯნიდათ სინდისი, მაგრამ ოჯახის დანგრევის, ორი შეყვარებული გულის დაშორების, მკვლელობისა და ბავშვების დაობლების ცოდვა ვერ გამოისყიდეთ, ამიტომ ამ ცხოვრებაშიც იტანჯებით.

კურო

თქვენ სახელგანთქმული მებრძოლი იყავით – მტერი არა ერთხელ დაგიციათ მიწას და მრავალი ქალაქიც აგიოხრებიათ მთავარსარდალის ბრძანებით. გადამწყვეტ ბრძოლაში ხელმწიფეს უღალატეთ და მტერს თქვენი ჯარის სამოქმედო გეგმა გაანდეთ. მოგისყიდეს არა ფულით, არამედ გამეფების პერსპექტივით, თუმცა ისე დაიღუპეთ, რომ ტახტზე ასვლა არ გეღირსათ. სამშობლოსა და ხალხის ღალატისთვის ამ ცხოვრებაშიც იტანჯებით.

ტყუპი

წინა ცხოვრებაში ძალიან მდიდარი ბიზნესმენი იყავით, რომელმაც ხალხის მოტყუებითა და მათი მონურად მუშაობით იშოვა ფული. თქვენ საერთოდ არ ზრუნავდით თანამშრომლებზე, როგორც კი ხელფასის გაზრდას გთხოვდნენ, გათავისუფლებით ემუქრებოდით მათ. მეტიც, თქვენი უპასუხისმგებლობდით რამდენიმე მუშა დაიღუპა კიდეც, მათი ოჯახები დააშინეთ, რომ არ ეჩივლათ.

კირჩხიბი

თქვენ ცნობილი მწერალი იყავით, რომელსაც თავიდან ძალიან არ უმართლებდა, ზემოდან უყურებდნენ გამომცემლები და ლიტერატურის კრიტიკოსები, უარს ეუბნებოდნენ წიგნის დაბეჭდააზე და უნიჭოს უწოდებდნენ, მაგრამ ბოლოს საოცარ წარმატებას მიაღწიეთ და ყველას დაუმტკიცეთ, რომ თქვენთან დაკავშირებით მწარედ ცდებოდნენ. ისტორია არაჩვეულებრივად ვითარდება, არა?! დიახ, მაგრამ ბოლოს თქვენი ბოღმიანობით ყველაფერი გააფუჭეთ. გადაწყვიტეთ შური გეძიებიათ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ოდესღაც გაწყენინათ. თანხა და მონდომება არ დაიშურეთ, ბევრი მათგანი სასახურიდან რომ გაეთავისუფლებინათ, ზოგიერთის პირადი ცხოვრება გამოიკვლიეთ და ბინძური საცვლები აუფრიალეთ ან ოჯახი დაუნგრიეთ.

ლომი

წინა ცხოვრებაში მონაზონი იყავით. თქვენმა მონასტერმა უცნობი კაცი შეიფარა, რომელიც შეგიყვარდათ. სულ მალე გაიგეთ, რომ ერთი ოჯახი ამოუწყვეტია და სამართალს გაქცევია. არავისთვის გითქვამთ სიმართლე, კვლავ ეხმარებოდით დამალვაში. ერთ ღამეს კაცმა მონაზონთა წინამძღოლი მოკლა, გაქურდა და გაიქცა. დროულად რომ მოგეყოლათ სიმართლე დებისთვის, უბედურებას აიშორებდით თავიდან, მაგრამ დუმილმა მის თანამზრახველად გაქციათ. აი, რისთვის ისჯებით.

ქალწული

ძლევამოსილი ხელმწიფის მეორე ცოლი იყავით – ძალიან ლამაზი და გამჭრიახი. შავი ჭირივით გეზიზღებოდათ თქვენი გერი – ახოვანი, ჭკვიანი, კარგი მონადირე და რიგ საკითხებში განსწავლული. იცოდით, რომ ერთ დღეს ცოლს მოიყვანდა, გამეფდებოდა და ძალაუფლებას დაკარგავდით, ამიტომ მოაკვლევინეთ პრინცი. თქვენი მეუღლე შვილზე დარდს გადაჰყვა და ისიც მალე დაიღუპა.

სასწორი

თქვენ ექიმი იყავით, რომელმაც პაციენტი გამიზნულად მოკლა, ექსპერიმენტის ჩასატარებლად. დაგიჭირეს, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ექსპერიმენტები განაგრძეთ და სხვა მრავალი ადამიანი იმსხვერპლეთ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეთ, ამიტომ საშუალებამ მიზანი ვერ გაამართლა.

მორიელი

თქვენ არც თუ ისე ლამაზი მსახიობი იყავით, რომელსაც არასდროს აძლევდნენ მთავარ როლს, ამიტომ რეჟისორის ე.წ. მუზა – ყველაზე მშვენიერი ქალიშვილი, ვინც კი გენახათ – რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, დაასახიჩრეთ. მან ვეღარასდროს შეძლო სცენაზე დაბრუნება.

მშვილდოსანი

თქვენ მხატვარი იყავით, რომელიც გაიძვერას გადაეყარა და სიგიჟემდე შეუყვარდა. მან შთაგაგონათ შეგექმნათ ცნობილი ტილოების ასლები, რომ მას გაეყიდა. ხუთი წელი იყავით დაკავებული ამ საქმიანობით და ამ პერიოდში მრავალი ხელოვნების მოტრფიალე გაასულელეთ.

თხის რქა

თქვენ პოლიტიკოსი იყავით, რომელიც პოლიტიკურ ლაფში ყელამდე ჩაეფლო. ატყუებდით და ძარცვავდით ხალხს. არა ერთხელ გადაამეტეთ თქვენს უფლებამოსილებას.

მერწყული

თქვენ მეკობრე იყავით, მრავალი გემი ჩაძირეთ, განძი გაიტაცეთ და ხალხი დახოცეთ. ერთხელ პრინცესას გაუპატიურებაც მოახერხეთ, თუმცა, შეიძლება ეს არ ითვლებოდეს, რადგან როგორღაც მისთვის თავის შეყვარება მოახერხეთ და ცოლადაც მოიყვანეთ, თუმცა მამამისს საკუთარ სამეფოში არასდროს შეუშვიხართ.

თევზები

თქვენ გრძნეული იყავით, რომელიც ყველაზე ბნელი ტყის შუაგულში ცხოვრობდა. წელიწადში ერთადერთხელ ტყიდან გამოდიოდით და პირველივე შემხვედრს იტაცებით რიტუალებისთვის. ასევე, ყოველთვის ეხმარებოდით თქვენთან მოსულ გლეხებს, თუ სანაცვლოდ პირველ შვილს გაჩუქებდნენ, რომლის შეჭმითაც ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებდით.

წყარო:https://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები