50 წლის ბრიტანელ ქალს ტეს კრისტიანს ეშინია, რომ მას ოდესღაც ნაოჭები გაუჩნდება. ამის თავიდან ასარიდებლად მან გაღიმება შეწყვიტა.
როდესაც მას სურს, გაიღიმოს, კრისტიანი მთელი ძალით ტუჩებზე ირტყამს ხელს, – წერს „მეტრო“.
ნაოჭებისადმი შიშის გამო ქალს 40 წლის მანძილზე არ გაუღიმია. ტეს კრისტიანმა ღიმილი მაშინაც კი შეიკავა, როდესაც მას ქალიშვილი შეეძინა. ბრიტანელი ქალი ამაყობს, რომ არასდროს არ გამოუყენებია ბოტოქსი. ქალს არც ერთი ნაოჭი არ აქვს. კრისტიანის თქმით, მას მარლენ დიტრიხმა შთააგონა, რომ არ გაიღიმოს.