1. ვერძი – დგება დრო, როცა მთელი წლის შრომამ შედეგი უნდა გამოიღოს. ახლა გაიგებთ თქვენი შრომის შედეგად მიღწეული წარმატების გემოს. ნოემბერი თქვენთვის იქნება ენერგიის მოზღვავების და ცხოვრების ახალ, უფრო წარმატებულ საფეხურზე გადაყვანის ეტაპი. წარმატება გელოდებათ ფინანსური თვალსაზრისით. უფრო მეტი იფიქრეთ სასიყვარულო ურთიერთობაზე და განსაზღვრეთ, რა გინდათ ამ ურთიერთობისგან, რას მოელით საყვარელი ადამიანისგან და აღნიშნულ კითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად იმოქმედეთ.
2. კურო – მოერიდეთ კონფრონტაციებს. ემოციურად შესაძლოა რთული თვე იყოს თქვენთვის. სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები იჩენს თავს, თუმცა მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი მოწესრიგდება.
3. ტყუპები – უფრო მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, საკუთარ თავზე ზრუნვას, გართობას, გაატარეთ მეგობრებთან ერთად მეტი დრო, შეიქმენით პოზიტიური განწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოემბერში შესაძლოა დეპრესიამ დაგძლიოთ და მოწყენილობა გსდევდეთ თან მთელი თვე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ იქნებით მკაცრები საკუთარი თავის მიმართ. განიტვირთეთ, რელაქსაცია ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
4. კირჩხიბი – მოგიწევთ ნოემბერში უფრო მეტი დისციპლინა გამოიჩინოთ და გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აბსოლუტურად ყველა საქმეს. სხვა შემთხვევაში, წინააღმდეგობები გელოდებათ. ცხოვრება ახალ, საინტერესო და წარმატების მომტან შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ და ნახავთ, რომ თქვენთან ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.
5. ლომი – ზოგადად, გიყვართ ურთიერთობები, ენერგიული ხართ, მაგრამ ნოემბერში ცხოვრების ჩვეულ რიტმზე უარი უნდა თქვათ. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით. თუნდაც ერთი კვირით სადმე მარტო წადით, დაფიქრდით ყველაფერზე, გადააფასეთ თქვენი ახლანდელი მდგომარეობა. თუ ასე მოიქცევით, პრობლემების მიზეზებს უფრო ნათლად დაინახავთ და მათ მოგვარებას მარტივად შეძლებთ.
6. ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ნოემბერი წარმატებული იქნება, როგორც ფინანსური, ასევე სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. გამოიყენეთ თქვენი შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი, არ იზარმაცოთ, იყავით აქტიურები და თქვენი ყოველი ნაბიჯი წარმატებას მოგიტანთ.
7. სასწორი – იმისთვის, რომ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას და არ გჩვევიათ ადამიანებთან კონფლიქტში შესვლა, სამყარო დაგაჯილდოვებთ და წარმატების მომტან შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. მთავარია, შეინარჩუნოთ ბალანსი. განსაკუთრებული წარმატება სიყვარულში გელოდებათ. თუ დაქორწინებული არ ხართ, დიდი ალბათობით, სწორედ ნოემბერში მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
8. მორიელი – ნოემბერი თქვენი თვეა. იგრძნობთ, რომ თითქოს თავიდან დაიბადეთ, ახალი ძალითა და ენერგიით აივსებით და განსხვავებული თვალით შეხედავთ სამყაროს. ბოლოსდაბოლოს შეძლებთ სირთულეების გადალახვას, პრობლემების მოგვარებას და ეს ისე მოულოდნელად, ისე ბუნებრივად მოხდება, რომ თქვენ დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ დაგჭირდებათ. თქვენთვის ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის ეტაპი იწყება.
9. მშვილდოსანი – სცენის მიღმა აღმოჩნდებით. მთავარი მოვლენები თქვენ გარეშე ჩაივლის. როგორც წესი, კომუნიკაცია გიმარტივდებათ, თუმცა ამ თვალსაზრისით სირთულეები იჩენს თავს და სათანადო კომუნიკაციის არ ქონის, ან არასწორი კომუნიკაციის გამო, კონფლიქტები გელოდებათ. გაურკვევლობაში აღმოჩნდებით და გაგიჭირდებათ ამა თუ იმ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება. აუცილებელია, რომ გუნდური თამაშის პრინციპით იმოქმედოთ, ვინაიდან თქვენი მფარველი პლანეტა იუპიტერი, ნოემბერში სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება. ნოემბრის ბოლოს გამოჩნდებიან თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც რთული სიტუაციიდან გიხსნიან და მხარს დაგიჭერენ.
10. თხის რქა – თქვენთვის განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან ურთიერთობაში. არ იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე და როგორი უკმაყოფილოც უნდა იყოთ ახლანდელი მდგომარეობით, არ იწუწუნოთ და სამყარო თქვენი დამოკიდებულების გამო დაგაჯილდოვებთ, სამომავლოდ წარმატების მომტანი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.
11. მერწყული – გექნებათ განცდა, რომ ხანგრძლივი ძილის შემდეგ გაიღვიძეთ. გელოდებათ წარმატება კარიერაში. ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ და დიდ სარგებელს მიიღებთ. მთავარია, სწორად შეძლოთ იმ ადამიანების შერჩევა, რომლებთანაც ურთიერთობა გსურთ.
12. თევზები – გადაწყვეტილებების მიღების დროს არავის არ დაუჯეროთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ. თქვენი წარმატებები გრძელდება. იყავით უფრო კრეატიულები და ყველანაირ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, შემოქმედებითი თვალით შეხედეთ. საკუთარ თავში ახალ ნიჭს და დიდ ძალას აღმოაჩენთ. იყავით ის, ვინც ხართ სინამდვილეში, იყავით უნიკალური და მტკიცედ გაჰყევით არჩეულ გზას. ცხოვრება ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.
წყარო:https://trend.ge