ყველაზე მავნებელი და უსაფრთხო სასმელების სახეობები გაირკვა

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, ადამიანისთვის შაქრის უსაფრთხო დოზა დღეში 25 გრამია. აშშ-ს მცხოვრებლებისთვის გაკეთდა ერთგვარი გამონაკლისი – 50 გრამამდე დღეში.
ამერიკელი მკვლევარები უფრო შორს წავიდნენ, მთელი დოკუმენტი გამოუშვეს, სადაც ვრცლად და დეტალურად არის ახსნილი, სინამდვილეში რამდენ შაქარს შეიცავს ყავის, გაზირებული და ენერგეტიკული სასმელები.
„ყავის სამეულიდან“ ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა ​ Starbucks-ის კარამელის ფრაპუჩინო. სხვა ქსელების ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, ეს ყავა ბევრად ნაკლებს, მხოლოდ 49 გრამ შაქარს შეიცავს. ყველაზე მავნებლად კი Dunkin Donats -ის ყავა აღიარეს ​- ერთ ულუფაში 145 გრამი შაქარი აღმოჩნდა.
რაც შეეხება გაზიან სასმელებს, მათგან ყველაზე უსაფრთხოდ Sprite დასახელდა, რადგან მასში ყველაზე ნაკლები, 38 გრამი, შაქარია. ერთი ქილა Sprite -ის მოცულობა 1,33 ლიტრია. კვლევების მიხედვით, ამ სასმელმა ბაზრის ისეთ ლიდერებს გაუსწრო, როგორებიცაა Coca Cola, Doctor Pepper და Mountain Dew.
ყველაზე უსაფრთხო ენერგეტიკულ სასმელად კი Red Bull აღიარეს – ამ პოპულარულ სასმელში მხოლოდ 27 გრამი შაქარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები