ქალს 60 შეკვრა ნარკოტიკი კუჭში აღმოუჩინეს

ტაილანდის საერთაშორისო აეროპორტში ბრაზილიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კოკაინის 60 შეკვრის გადაზიდვას ცდილობდა.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკი მას გადაყლაპული ჰქონდა.
როგორც ტაილანდის მედია იუწყება, ტაილანდის პოლიციამ ქალი-ნარკოკურიერის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობის არხების საშუალებით შეიტყო.
ბანგკოკში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, მებაჟეებმა და პოლიციელებმა ბრაზილიელი ქალი დააკავეს და რენტგენით შემოწმება ჩაუტარეს.
აღმოჩნდა, რომ მას კუჭში 60 შეკვრა ნარკოტიკი ჰქონდა მოთავსებული. თუმცა, პოლიციას ამოღებული კოკაინის წონა ამ დროისთვის არ გაუსაჯაროებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები