სოფო ნიჟარაძემ „იბერიას“ ეთერში, გიორგი გასვიანთან სტუმრობისას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. სოფო ამბობს, რომ პოლიტიკაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადაწყვიტა საკუთარი აზრი გამოეთქვა.
„რა თქმა უნდა, მე არ ვარ პოლიტიკური შემფასებელი და ექსპერტი, მაგრამ შემიძლია მოქალაქეობრივი პოზიცია დაფავიქსირო. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს პრეზიდენტს, და გვინდა თუ არა, ის ყველას გვეკვეთება, ასე ექცევიან. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ძალადობრივი ქმედება, რაც ცუდია უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც. გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კრიმინალური და ბნელი ქვეყნისგან გააკეთეს კარგი ქვეყანა… სხვათა შორის, არასდროს მისაუბრია პოლიტიკაზე და ზოგადად, არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა, არსებობს მოვლენები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გამოეხმაურო, როგორც შენი ქვეყნის ერთ-ერთი გულშემატკივარი და მოქალაქე…
ეს ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესია, რასაც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვადევნებ თვალს ამდენი ხნის განმავლობაში. არ მაქვს უფლება, ჩემი დასკვნები ვაკეთო, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დევნა, რომ არ მიეცეს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის. უფრო ჩახედული ამ საკითხში არ ვარ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… ძალიან საინტერესო და დაძაბულია…“ განაცხადა მომღერალმა.
Prev Post
სხვა სიახლეები